ოგბაიძე პსვ-სთან დამარცხდა

0
4

შალვა ოგბაიძემ ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში მესამე მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერ სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია. „დენ ბოში“, რომელშიც 21 წლის ქართველი თავდამსხმელი გამოდის შინ პსვ II-ს შეხვდა და 1:2 წააგო. ოგბაიძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო.
შეხვედრაში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა 24-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანეს, ორ წუთში კი „დენ ბოშის“ კარი მეორედ აიღეს.
„დენ ბოში“ 3 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.
ოგბაიძე ნიდერლანდურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. მან გასული სეზონი გერმანიის რეგიონალიგაში ბერლინის „ვიქტორიას“ შემადგენლობაში გაატარა, სადაც 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ის „ვიქტორიაში“ 2021 წლიდან გამოდიოდა.
ოგბაიძე გერმანიაში 2017 წელს წავიდა და ჯერ „მაგდებურგის“, ხოლო შემდეგ ბერლინის „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა.
ლაშა თაბაგარი