ესპანეთმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
6

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში 8 სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან, ხოლო 12 სექტემბერს გრაანადაში კვიპროსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ესპანელებს ორი დებიუტანტი ჰყავთ – “ბარსელონას” 16 წლის შემტევი ნახევარმცველი ლამინ იამალი და “ვილიარეალის” შუახაზელი ალექს ბაენა. პირენეელებს ტრავმის გამო “ბარსას” ნახევარმცველი პედრი დააკლდებათ.
მეკარეები: უნაი სიმონი (ატლეტიკი), კეპა არისაბალაგა (მადრიდის რეალი), დევიდ რაია (არსენალი).
მცველები: დანიელ კარვახალი (მადრიდის რეალი), სესარ ასპილიკუეტა (მადრიდის ატლეტიკო), რუბინ ლენორმანი (რეალ სოსიედადი), დავიდ გარსია (ოსასუნა), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), ემერიკ ლაპორტი (ალ ნასრი), ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა), ხოსე გაია (ვალენსია).
ნახევარმცველები: მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – რეალ სოსიედადი), როდრიგო (მანჩესტერ სიტი), გავი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილიარეალი), ფაბიან რუისი (პსჟ).
თავდამსხმელები: ალვარო მორატა (მადრიდის ატლეტიკო), ხოსელუ (მადრიდის რეალი), მარკო ასენსიო (პსჟ), დანი ოლმო (ლაიფციგი), აბელ რუისი (ბრაგა), ლამინე იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ატლეტიკი)