ფრამკფურტის „აინტრახტმა“ რანდალ კოლო მუანი პსჟ-ში გაყიდა. გერმანულმა კლუბმა ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო მიიღო. მანამდე, ფრანკფურტელებს ამხელა თანხა არცერთი ფეხბურთელის გასხვისებისგან აუღიათ. კოლო მუანის გაყიდვის გადაწყვეტილება „აინტრახტის“ მართველობამ და კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად მიიღეს.
24 წლის ფრანგი ფორვარდი პარიზულ კლუბში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის გასულ სეზონში ბუნდესლიგაში გატანილი 15 გოლით „აინტრახტის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის გერმანულ გუნდში გასული სეზონის წინ ფრანგული „ნანტიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო. წელს კოლო მუანიმ „აინტრახტში“ 4-ჯერ ითამაშა და 3 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
