„ლივერპულმა“ გრავენბერხი ოფიციალურად წარადგინა

0
23

“:ლივერპულმა“ ნახევარმცველ რაიან გრავენბერხის „ბაიერნიდან“ შეძენა დაადასტურა. 21 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველის სანაცვლოდ მიუნხენელები 34,2 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
გრავენბერხმა გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ამსტერდამის „აიაქსის“ აღზრდილია, ხოლო გასულ სეზონში ბავარიელტა შემადგენლობაში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში გოლი არ გაუტანია.
გრავენბერხი ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევრო-2023-ზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდა. ის მატჩი 1:1 დასრულდა და ნიდერლანდები ჯგუფში ჩარჩა, ხოლო რამაზ სვანაძის გუნდი 1/4-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი