გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის “აიაქსში” განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “აიაქსმა” მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა და ეს თანხა ბონუსების გათვალისწინებით შესაძლოა 19 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. მისი ტრანსფერის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია, მიქაუტაძეში გადახდილი თანხა იმაზე მეტია, ვიდრე თავის დროზე “მილანმა” კიევის “დინამოდან” კახა კალაძე შეიძინა, ხოლო “ნაპოლიმ” ბათუმის “დინამოდან” – ხვიჩა კვარაცხელიაში. შოთა არველაძის და გიორგი ქინქლაძის შემდეგ, მიქაუტაძე მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ნიდერლანდურ გრანდში ითამაშებს.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეეთეს ფეხბურთელი და ბომბარდირი (23 გოლი) გახდა.
მიქაუტაძე 2020-2021 წლების სეზონში “მეციდან” ბელგიის “სერენში” იჯარით თამაშობდა და ბელგიის რანგით მეორე ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 19 გოლით გახდა. გარდა ამისა, პლეი-ოფში კიდევ 3 ბურთი მიითვალა და “სერენი” არსებობის ისტორიაში პირველად უმაღლესი დივიზიონში გადაიყვანა. ის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ლაშა თაბაგარი
