შოთა არველაძე: „მიქაუტაძეს გოლები გააქვს რაც ყველაზე მთავარია“

0
6

საქართველოს ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთსო ბომბარდირი შოთა არველაძე, რომელსაც „აიაქსში“ არაერთი სეზონი გაუტარებია, ამსტერდამულ კლუბში გიორგი მიქაუტაძისს ტრანსფერს გამოეხმაურა.
„ის ტექნიკური და ყოველთვის კარისკკენ მიიწევს, მიხარია, რომ ქართველი ფეხბურთელი დიდი ხნის შემდეგ ისევ „აიაქსში“ ითამაშებს. ძალიან კარგია, რომ კლუბმა ის შეიძინა და ჩემთვის დიდი პატივია, მოთამაშე საქართველოდან „აიაქსს“ წარმოადგენს. ჩემთვის „აიაქსი“ მსოფლიოს 10 საუკეთესო კლუბში შედის. ქართველს, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა და საქართველოს ნაკრებში თამაშობს, მალე დებიუტი „იოჰან კრუიფ არენაზე“ ექნება, რაც ისტორიული მოვლენაა და მისით ყველა ვამაყობთ.
მიქაუტაძე ძალიან მნისვნელოვანი ფიგურაა ხვიჩა კვარაცხელიასთან, გიორგი ჩაკვეტაძესთან და სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრებისთვის. მათ ნაკრებში დიდი ეიფორია შეაქვთ და ხალხი ამაყობს, რომ ქართველი ფეხბურთელები დიდი ევროპულ კლუბებში გამოდიან.
მას გოლები გააქვს, რაც ყველაზე მთავარია. მან ეს სხვადასხვა დონეზე და შეჯიბრებებში აჩვენა. გიორგი ძალიან კარგი მოთამაშეა, ტექნიკურია და ნამდვილი პროფესიონალია. მან იცის რის შესაძლებლობა აქვს და აკეთებს იმას რაც შეუძლია.
ყოველთვის მეტოქის კარს ეძებს. ის 60 იარდის დისტანციაზეა კონცენტრირებული და ყოველთვის გოლის გატანა უნდა. თავისი სისწრაფით, ძალითა და მიზანდასახულობით ძალიან სახიფათოა. იგი ყოველთვის ძლიერად არ ურტყამს, მაგრამ ძალიან ზუსტია როგორც მარცხენა ფეხით, ასევე – მარჯვენათი“.
გიორგი უნივერსალია და შეუძლია როგორც თავდამსხმელად, ასეცე „ათიანის“ პოზიცაზე თამაში. თუმცა, მასში უფრო ბომბარდირს ვხედავ, ვიდრე ასისტენტს. „აიაქსმა“ იგი მეტოქუს კართან ახლოს უნდა გამოიყენოს, რადგან ყველაზე სახიფათო იქაა. მიქაუტაძეს სათამაშო სტილით ცოტა ლუის სუარესს ჰგავს.
ახლა კლუბები ჩემს ეპოქასთან შედარებით ძალიან წი წავიდნენ. მოთამაშეებს ყველაფერში ეხმარებიან – კვებაში, ენის სწავლაში და მატჩების ანალიზში. შედეგად, ფეხბურთელი კლუბს სწრაფად ეგუება, რაც კარგია. ხალხი გეხმარება და ყველაფერი რაც მან უნდა გააკეთოს ისაა, რათა დარწმუნდეს, რომ ბურთი კარის ბადეში მოხვდება“ – განაცხადა არველაძემ „აიაქსის“ ვებგვერდთან საუბარში.
ლაშა თაბაგარი