თომა ტაბატაძემ ნამანგანის „ნავბახორის“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტამა.
31 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონი ფერგანის „ნეფთჩიში“ დაიწყო, რომლის რიგებში უზბეკეთის სუპერლიგაში 6 გოლი გაიტანა. მაგრამ მიმდინარე ზაფზულში გუნდი შეიცვალა და „ნავბახორს“ მიაშურა.
მე-16 ტურში ნამანგანელები შინ ტაშკენტის „ფახთაქორს“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. ტაბატაძემ შეუცვლელად ითამაშა და 68-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამზე შეამცირა – თანაგუნდელის დარტყმის მერე მეკარის მოგერიებული ბურთი კარში გადაგზავნა.
ლაშა თაბაგარი




