ვოლკოვმა სერბებს აჯობა, გუგეშაშვილმა ფინელებს

0
48

ბაქოს „საბაჰისთვის“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში წარმატებული აღმოჩნდა.
აზერბაიჯანელებმა სერბეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდს ბელგრადის „პარტიზანს“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 69-ე წუთზე ბაქოელებიდან ანგარიშის გახსნის შანსი ისაევმა გაშუვა, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, ერთ წუთში ლეტიჩმა ანგარიში გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე სტუმართა კარი ისაევმა აიღო.
„საბაჰი“ საპასუხო შეხვედრას „პარტიზანთან“ 17 აგვისტოს ჩაატარებს.
იმავე ტურნირზე პოზნანის “ლეხმა” თავის მოედანზე სლოვაკეთის “ტრნავას” 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრის პირველ შეხვედრაში აგდამის „ყარაბაღმა“ ფინეთის ჰიკ-ი მიიღო და 2:1 სძლია. მასპინძლებში ისევ არ უთამაშია საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, რომელიც სათადარიგო იყო.
ლაშა თაბაგარი