ივა გელაშვილი, რომელმაც წელს საქართველოსა და რუმინეთში ჩაატრებულ ევროპის ჩე,მპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა, დიდი ალბათობით კარეირას იტალიის სერია B-ში მოასპარეზე „სპეციაში“ განაგრძობს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, გელაშვილმა ჯერ თავი „საბურთალოს“ წინაშე არსებული ვალდებულებისგან უნდა დაიხსნას, რომ ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.
22 წლის ცენტრალური მცველი პრაღის „სპარტას“ აღზრდილია. რომლის მეორე გუნდში 20 მატჩი ჩაატარა.
ის შაარშან ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 7-ჯერ ითამაშა, ხოლო წელს „საბურთალოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 15 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი




