„ბენფიკამ“ უკრაინის ნაკრების მეკარე იყიდა

0
117

ლისაბონის „ბენფიკამ“ მეკარე ანდრეი ტრუბინი დონეცკის „შახტარიდან“ შეიძინა, რის შესახებ პორტუგალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
უკრაინის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ლისაბონელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. 22 წლის ტრუბინის სანაცვლოდ „ბენფიკამ“ 10 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო კიდევ ერთი მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ მომავალში პორტუგალიელები ტრუბინს გაყიდიან, „შახტარი“ სატრანსფერო თანხის 40% მიიღებს.
ტრუბინი „შახტარში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 84 მატჩიდან გოლი 39-ში არ გაუშვა.