„საბურთალომ“ გელაშვილის შემცვლელად უკრაინელი მიიწვიაა

0
15

„საბურთალომ“ უკრაინელი ცენტრალური მცველი გლებ გრაჩოვი დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელი თბილისურ გუნდში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გრაჩოვი „საბურთალოში“ ივა გელაშვილის შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც ზაფხულში კლუბი დატოვა და ჯერ უცნობია სად ითამაშებს.
უკრაინელი „საბურთალოში“ გადასვლამდე სამშობლოში კამიანსკიეს „სტალში“ და ოდესის „ჩერნომორეცში“ გამოდიოდა. შემდეგ, ის რუსეთის რანგით მეორე ლიგის „სკა ხაბაროვსკში“, საბერძნეთის „ასტერასში“ და ლატვიის „ლიეპაიაში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი