საზონოვი მოსკოვის „დინამოს“ სასტარტოში დაბრუნდა

0
17

მოსკოვის „დინამომ“, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების საბა საზონოვი და  ნიკა გაგნიძე გამოდიან, რუსეთის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შინ „კრასნოდარს“ 4:3 სძლია.
მოსკოველთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ მიმდინარე სეზონში საზონოვი პირველად ათამაშა და ქართველმა მცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. მის მსგავსად ჩეხ სპეციალისტს არც ნიკა გაგნიძე შეუცველია, რომელიც სასტარტოში მეოტხედ მოხვდა – ორჯერ რუსეთის პრემიერლიგაში და ამდენჯერვე თასზე.
„დინამო“ D ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „სპარტაკს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი