ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ადმირამ“ ლუკა პარკაძის ერთწლიანი იჯარით აყვანა დაადასტურა.
18 წლის ქართველ ფეხბურთელს მიუნხენის „ბაიერნთან“ 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ის მიმდინარე ზაფხულში მიუნხენელთა მეორე გუნდს შეუერთდა. თუმცა, სათამაშო პრაქტიკის მისააღებად „ადმირაში“ გაანათხოვრეს.
„ლუკას დიდი იმედი გვაქვს, განსაკუთრებით, შეტევაში. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, „ბაიერნი“ უმიზეზოდ არ დაიმატებდა. გვჯერა, რომ ლუკა დაგვეხმარება. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო „ბაიერნს“ ჩვენი ნდობისთვის, რომ ლუკას განვავითარებთ” -თქვა პარკაძის ოფიციალური წარდგენის შემდეგ ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა პიტერ შტიოგერმა.
პარკაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მან გასულ სეზონში „დინამოს“ პირველ გუნდში 3-ჯერ ითამაშა, ხოლო წელს ერთი შეხვედრა ჩაატარა. „დინამომ“ ის „გაგრაში“ გაანაათხოვრა, სადაც 3-ჯერ ითამაშა, ვიდრე „ბაიერნი II”-ს მიაშურებდა.
ლაშა თაბაგარი





