რუსეთის პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში მოსკოვის „დინამომ“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე გამოდიან, სტუმრად მოქმედი ჩემპიონი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ 3:2 დაამარცხეს. მოსკოვის „დინამოს“ ახალმა მწვრთნელმა ჩეხმა მარცელ ლიჩკამ ქართველები სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად დააყენა და მათ 59-ე წუთიდან ითამაშეს, როდესაც მოსკოველები 2:1 იგებდნენ. 3 ტურის შემდეგ „დინამო“ 4 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ირაკლი აზაროვმა მიმდინარე სეზონში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ პირველი თამაში ჩაატარა. ის სერბეთის სუპერლიგის პირველ ტურში შინ „ვოივოდინასთან“ მოგებულ (5:0) შეხვედრაში სათადარიგო იყო და თამაშში არ ჩართულა.
მეორე ტურში ბელგრადელებმა თავის მოედანზე „ნაპრედაკს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, როდესაც „ცრვენა ზვეზდა“ სამბურთიანი სხვაობით იმარჯვებდა. აზაროვმა გასულ სეზონში ბელგრადელებთან ერთად სერბეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. „ცრვენა ზვეზდა“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი




