კვირკვიამ „ქიაფაზს“ „ნეფთჩისთან“ მოაგებინა

0
80

აზერბაიჯანში ახალი სეზონის სტარტი მათე კვირკვიასთვის წარმატებული აღმოჩნდა. განჯის „ქიაფაზმა“, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, პრინციპული მეტოქე ბაქოს „ნეფთჩი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
კვირკვია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე პენალტიდან მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს.  მათე აზერბაიჯანში მეორე სეზონს ატარებს და გასულ სეზონში 33 შეხედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი