„ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგაში 2-ში ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
ვალენსიელები სტუმრად „ლეგანესს“ დაუპირისპირდნენ და 0:2 წააგეს. „ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი კალეხამ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შეუცვლელად ათამაშა.
24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ლევანტეში“ 2018-2019 წლების სეზონში გადავიდა. მან ესპანეთის ლა ლიგაში 4-ჯერ შცვლაზე ითამაშა, ხოლო თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი




