კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში გორის „დილას“ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ თუ ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის აპეოლს დაამარცხებს, მაშინ ბელგიის „გენტსა“ და პოლონეთის „პოგონს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრები 24 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 31 აგვისტოს.
შეგახსენებთ, რომ „დილა“ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშს აპოელთან 10 აგვისტოს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, საპასუხო შეხვედრა კი 17 აგვისტოს ნიქოზიაში შედგება.
ლაშა თაბაგარი




