მიქაუტაძემ „მეცს“ ეფექტური გოლით მოაგებინა

0
67

გიორგი მიქაუტაძე სეზონის დაწყების წინ თავი მორიგ ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა. „მეცმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის სტუმრად ნიდერლანდების „ჰერენვენს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
მატჩში ერთადერთი გოლი სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა მიქაუტაძემ გაიტანა, როდესაც 52-ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, ერთი მცველი სამჯერ მოატყუა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის 74-ე წუთზე შეცვალეს.
ლიგა 1-ში დაბრუნებული „მეცი“ ახალ სეზონში პირველ თამაშს 13 აგვისტოს სტუმრად „რენთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი