ჩაკვეტაძის დებიუტი „უოტფორდში“ შედგა

0
52

გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი „უოტფორდში“ შედგა. ინგლისის ჩემპიონშიფის პირველ ტურში „უოტფორდმა“ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ უმასპინძლა დ 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ყველა გოლი გასული იყო.
მატჩის პირველ წუთზე ანგარიში დელე-ბაშირუმ გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე ლოუსამ მეტოქის კარი მეორედ აიღო. 38-ე წუთზე სტუმართა კარი მატეუს მარტინსმა აიღო. პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბაიემ „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა.
24 წლის ჩაკვეტაძე „გენტმა“ „უოტფორდში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი