„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი შეიძინა.
ინგლისურმა კლუბმა 20 წლის ფეხბურთელში ბერგამოს „ატალანტას“ 75 მილიონი ევროა გადაუხადა, ხოლო კიდევ 10 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალიწინებული.
2022 წლის აგვისტოში „ატალანტამ“ ჰოილუნდა ავსტრიის გრაცის „შტურმიდან“ 17 მილიონ ევროდ იყიდა.
დანიელმა გასულ სეზონში ბერგამოელთა მაოსურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა.




