სტივ კინი: “ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ”

0
67

ქუთასისის “ტორპედოს” შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად “აქტობესთან” 2:1 გამარჯვების და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, განაცხადა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერგასვლით ძალიან იმედგაცრუებულია.
სტივ კინი: “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მატჩში ნაჩვენები თამაშით. რომ არა ფეხბურთელის გაძევება და ცვლილება, სხვანაირად ვითამაშებდით. ხანდახან მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.
თამაში მაღალი ტემპით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ბევრი შეცდომა დავუშვით. ძალიან ვნერვიულობთ, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ მოვახერხეთ გასვლა, მაგრამ ამ გუნდს წაგების არ უნდა შერცხვეს. „აქტობეს“ მადლობელი ვართ თბილი დახვედრისთვის. სტადიონზე ჩვენთვის რთული ატმოსფერო იყო, კლუბს შეუძლია იამაყოს ასეთი გულშემატკივრებით”.