„ტორპედო“ კონფერენს ლიგას მოგებით დაემშვიდობა

0
49

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგაში გამოსვლა დაასრულა. შოტლანდიელი სტივ კინის შეგირდებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ ყაზახეთის „აქტობესთან“ 1:4 წაგების შემდეგ, იმდენი მოახერხეს, რომ სტუმრად მოიგეს.
მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქინდათ და ანგარიშის გახსნა თავიდანდე შეეძლოთ, მაგრამ კლიაჩიმა „ტორპედო“ გადაარჩინა. 31-ე წუთზე ბაიტანა ქუთაისელი ფეხბურთელი ჩამოიცილა, რის შემდეგ, ბურთი საჯარიმოში მყოფ სამოროდოვს მიუვიდა, რომელმაც კლიაჩისგნა მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
58-ე წუთზე, თავის კარიერაში ალბათ საუკეთესო სათამაშო ფორმაში მყოფი არაბიძე, მეტოქის ნახევარზე მარჯვენა ფლანგზე ორი მცველს  გაექცა და შორის მანძილიდან დაარტყა – ბურთი „აქტობეს“ მოთამაშის თავიდან კარში ჩაეშვა – 1:1.
66-ე წუთზე არაბიძემ ყაზახთა ნახევარზე ბურთი ისევ მარჯვენა ფრთაზე მიიღო და მას მერე რაც ცენტრისკენ შეიწია საჯარიმოში გახსნილი აკბარი მოძებნა, რომელმაც თავის მხრივ გადაცემა არ დაუგვიანა ბუღრიძეს, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით შეაგდო – 1:2.
ყაზახური გუნდებიდან „აქტობე“ ყველაზე მეტჯე (ოთხჯერ) დაუპირისპირდა ქართულ გუნდებს და ოთხივეჯერ გამარჯვებული გამოვიდა. „აქტობემ“ „ტორპედო“ ევროთასს მეორედ გამოთიშა – პირველად ეს 2012-2013 წლების სეზონში ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა.
საერთო ჯამში, ქართულმა გუნდებმა ყაზახურთან 20-ჯერ ითამაშეს – 3-ჯერ მოიგეს, 12-ჯერ დამარცხდნენ და 5 თამაში ფრედ დასრულდა.
რუსთავის „მეტალურგი“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც ყაზახური ევროთასს გამოთიშა – 2011-2012 წლების სეზონში თორნიკე მაისურაძის გაწვრთნლმა რუსთაველებმა პავლოდარის „ირტიშს“ აჯობეს.
„აქტობე“ – „ტორპედო“ (ქუთაისი) 1:2 (1:0)
3 აგვისტო. აქტობე. სტადიონი „ორტალიქი“.
„აქტობე“
: პოკატილოვი; კასიმი, იაშინი, შომკო; ჩინა (ფილიპოვიჩი 60), სტრუმია, რაიჩკოვიჩი (გნაიემი 74), ტანჟარიკოვი (კიბირაი 61); სამოროდოვი (უმაევი 79), ელდერი, ბაიტანა (ნიანგბო 61)
მთავარი მწვრთნელი:
ალექსანდრე კარპოვიჩი.
„ტორპედო“: კლიაიჩი; მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია; ჭიჭინაძე (მანჯგალაძე 46), გიგაური (გიგაური 80), აკბარი, შერგელაშვილი (ჰაიდარი 46); არაბიძე; ბუღრიძე, ფანცულაია (კეიკე 46)
მთავარი მწვრთნელი:
სტივ კინი.
გოლები: 1:0 სამოროდოვი (31), 1:1 არაბიძე (58), ბუღრიძე (66).
გაფრთხილება: ტანჟარიკოვი (22), არაბიძე (64), სტრუმია (72), სანდოხაძე (75), სანდოხაძე (78), მანჯგალაძე (80).
გაძევებასანდოხაძე (78)
მთავარი მსაჯი: ტრასტინ ფარუგა ჩანი (მალტა)
ლაშა თაბაგარი