„დილა“ მესამე ეტაპზეა და „ქართველების“ აპოელს შეხვდება

0
69

გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად პოლტავის „ვორსკლასთან“ 1:2 წააგეს, მაგრამ შინ მეტოქე 3:1 დაამარცხეს და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროთასებს შემორჩა.
გორელებმა მეტოქეს თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და საწადელს პირველი ტაიმის ბოლოს მიაღწიეს, როდესაც წინ გამოსულმა უკრაინელთა მეკარემ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც საჯარიმოს გარედან ალეფ სანტოსმა დაარტყა და ხარიხას მოახვედრა, ხოლო დამატებაზე ფარულავამ ზუსტად ითამაშა – 1:0.
71-ე წუთზე გეილის ძალიან კარგი პასის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა მიკოლა კოვტალიუკმა ჯერ მცველს აჯობა, შემდეგ კარიდან წინ გამოსულ ისენკოსაც გაცდა და თანამემამულეებს გაუტანა – 2:0.
74-ე წუთზე სტეპანიუკმა „დილას“ საჯარიმოში მცველს დაასწრო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 86-ე წუთზე თორნიკე ძოწენიძის ზუსტი გადაცემის მერე, ბარბადოსელმა ტიერი გეილმა „ვორსკლას“ საჯარიმოში ბურთი დაამუშავა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„დილა“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის აპოელს შეხვდება, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გამოდიან. პირველი თამაში 10 აგვისტოს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შედგება, ხოლო საპასუხო – 17 აგვისტოს ნიქოზიაში.
„დილა“ (გორი) – „ვორსკლა“ (პოლტავა) 3:1 (1:0)
3 აგვისტო. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
„დილა“:
კუჩერენკო; ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონი; ჟან ვიქტორი, ალეფ სანტოსი, ფარულავა (სარდალიშვილი 62); გომისი (კუხიანიძე 76), კოვტალიუკი, გეილი (გაფრინდაშვილი 90)
მთავარი მწვრთნელი:
ანდრეი დემჩენკო.
„ვორსკლა“: ისენკო; პერდუტა, ჩესნაკოვი (კრიპჩუკი 73), ტიაგო სანტანა, კრუპსკი (ნესტერენკო 56); ფელიპე როდრიგესი (ბაცულა 36), პავლიუკი, სკლიარი, კანე; იურჩენკო (ჩელაიდინი 73), სტეპანიუკი
მთავარი მწვრთნელი:
ვიქტორ სკრიპნიკი.
გოლები1:0 ფარულავა (45), 2:0 კოვტალიუკი (71), 2:1 სპენიუკი (74), 3:1 გეილი (86)
გაფრთხილებაპავლიუკი (10), ტიაგო სანტანა (60), თევზაძე (62) კანე (69), ნესტერენკო (85).
მთავარი მსაჯი: სიმონე სოცა (იტალია)
ლაშა თაბაგარი