მადრიდის „ატლეტიკომ“ თურქი მცველი ჩაგლას სეიუნჯუ დაიმატა, რის შესახებ ესპანური კლუბის პრესსაამსახური იუწყება.
თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მადრიდელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას „ლესტერთან“ ხელშეკრულება ამოეწურა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
გასულ სეზონში სეიუნჯუს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ამიტომ, ყველა ტურნირში „ლესტერში“ მხოლოდ 9-ჯერ ითამაშა, ხოლო მეტოქის კარი ერთხელ აიღო. შეგახსენებთ, რომ ლესტერელები ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდნენ.





