მილან შკრინიარი „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელია. სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
შკრინიარმა მილანის „ინტერში“ გატარებული 6 სეზონის შემდეგ, „ნერაძური“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მან მილანელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 246 მატჩში 11 გოლი გაიტანა. შკრინიარმა „ინტერთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატი ერთხელ, ხოლო იტალიის თასი და სუპერთასი 2-2-ჯერ მოიგო.
28 წლის ფეხბურთელმა კარიერა „ჟილინაში“ დაიწყო, რომლიდან „სამპდორიაში“ გადავიდა, ხოლო „ინტერში“ 2017 წლის ზაფხულში ჩაირიცხა.





