სერხიო კანალესი კარიერას მექსიკაში გააგრძელებს

0
91

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სერხიო კანალესი კარიერას მექსიკაში გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი „მონტერეისთან“ გააფორმა.
ის 2018 წლიდან სევილიას „ბეტისში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში 207 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. მან სევილიელებთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო.
კანალესს მექსიკაში გადასვლამდე უცხოეთში არასოდეს უთამაშია. მან კარიერა სანტანდერის „რასინგში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ მადრიდის „რეალში“, „ვალენსიაში“ და სან სებასტიანის „რეალ სოსიედადში“ გამოდიოდა.