„ტოტენჰემმა“ მედისონი 40 მილიონად შეიძინა

0
111

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ჯეიმს მედისონი „ლესტერიდან“ შეიძინა. 23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონელებმა ინგლისის ეროვნული გუნდის ნახევარმცველში 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
მედისონი „ლესტერში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 203 მატჩში 55 გოლი გაიტანა.