„რაიო ვალეკანოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მომავალ სეზონში მადრიდულ გუნდს ფრანსისკო ხავიერ როდრიგესი გაუძღვება, 45 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან „რაიოში“ ანდონი ირაოლა შეცვალა, რომელიც სამუშაოდ პრემიერლიგის ბინადად „ბორნმუთში“ წავიდ. ირაოლას ხელმძღვანელობით გასულ სეზონში გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.
ფრანსისკო „რაიომდე“ სამწვრთნელოს კარიერის განმავლობაში „ჟირონას“, „ალმერიას“, „ელჩეს“, „უესკას“, „ლუგოს“, „მურსიას“ და „კორდობას“ ავარჯიშებდა.





