ლონდონის „არსენალმა“ „ჩელსიდან“ შემტევი ნახევარმცველი კაი ჰავერცი შეიძინა. ლონდონური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, „არსენალმა“ მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა.
„ჩელსიმ“ ჰავერცი 2020 წელს ლევერკუზენის „ბაიერიდან“ იყიდა და მაშინ, კლუბს შორის დადებული გარიგების პირობების მიხედვით, ბონუსის გათვალისწინებით შესაძლოა სატრანსფერო თანხას 90 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე მიაღწია.
24 წლის ფეხბურთელმა „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ139 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა. მან ლონდონელებთან ერტად უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.





