MLS-ში მოასპარეზე „ინტერ მაიამის“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში ლიონელ მესი შეუერთდა, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ექსთავკაცი ხერარდო მარტინო გაწვრთნის. ამის შესახებ ამერიკული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
60 წლის სპეციალისტი ბოლოს მექსიკის ეროვნულ ნაკრებს უძღვებოდა, რომელიც გასული წლის ნოემბერში დატოვა. ის ასევე კარიერის განმავლობაში „ატლანტას“, „ნიუელს ოლდ ბოიზს“, „ლიბერტადს“, „სერო პორტენიიოს“ და პარაგვაის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა.





