მოდრიჩმა „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
30

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური გრანდის პრესსამასახურის ინფორმაცითთ, ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხელშეკრულება 2924 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მას სექტემბერში 38 წელი შეუსრულდება.
„რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მოდრიჩმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „სახლი, საუცხოო სახლი“.
„რეალმა“ მოდრიჩი 2012 წლის აგვისტოში ლონდონის „ტოტენჰემიდან“ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 488 მატჩში 37 გოლი გაიტანა.
მოდრიჩმა „რეალის“ შემადგენლობაში ესპანეთი ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, უეფას სუპერთასი 4-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო.