ლიონელ მესი 2022-2023 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ლიგა 1-ის პრესსამსახური იუწყება.
მესი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მიღების კანდიდატი იყო, მაგრამ მას პსჟ-ში თანაგუნდელმა კილიან მბაპემ აჯობა, რომელმაც ეს პრიზი ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
განვლილ სეზონში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მომგებმა მესიმ. ლიგა 1-ში ჩატარებულ 32 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.
36 წლის ფეხბურთელმა სეზონის დასრულების მერე კლუბი დატოვა და „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.





