„დილა“ მახარობლიძეს დაემშვიდობა

0
54

ბიძინი მახარობლიძემ „დილა“ დატოვა, რის შესახებ გორული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
30 წლის ნახევარმცველი „დილას“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა დ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ის კარიერიას კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს, სადაც გასულ სეზონში გამოდიოდა.
მახარობლიძე კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის „დინამო 2“-ში, „ცხინვალში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სიონში“ , „ჩიხურაში“, მარტვილის „მერანში“ და „თელავში“ გამოდიოდა.