„მარსელს“ მარსელინო გაწვრთნის

0
64

„მარსელის“ ახალ მთავარ მწვრთნელად მარსელინო გარსია ტორალი დანიშნეს, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
57 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ხორვატი იგორ ტუდორი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით 2022-2023 წლების სეზონში მარსელელებმა საფრანგეთის ლიგა 1-ში მესამე ადგილი დაიკავეს.
მარსელინო, რომლის თავისი პრინციპული ხასიათითაა ცნობილი და ამის გამო, იმ კლუბების მეპატრონეებს სადაც უმუშავია არაერთხელ დაპირისპირება, ბოლოს ბილბაოს „ატლეტიკში“ მუშაობდა, რომელსაც 2020-2021 წლების სეზონში ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა. მან ასევე ბილბაოელები ორჯერ ესპანეთის თასის ფინალში გაიყვანა.
გარდა ამისა, მარსელიმომ 2018-2019 წლების სეზონში „ვალენსიას“ ესპანეთის თასი ააღებინა.
ასევე, ის კარიერის განმავლობაში „რეკრეატივოს“, სანტანდერის „რასინგს“, „სარაგოსას“, „სევილიას“ და „ვილიარეალს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი