„ლილი“ თავკაცის გარეშე დარჩა

0
2

„ლილი“, რომელმაც 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მესამე ადგილი დაიკავა, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ლილის“ პრეზიდენტმა და 59 წლის ფრანგმა სპეციალისტმა გადაწყვიტეს თანამშრომლობა აღარ გაეგრძელებინათ.
ჟენეზიო „ლილს“ სათავეში 2024 წლის ივნისში პორტუგალიელი პაულო ფონსეკას ნაცვლად ჩაუდგა. მანამდე, ის „ლიონში“, ჩინეთის „ბეიჯინგ გოანში“ და „რენში“ მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი