ბენიტესი სამუშაოდ ესპანეთში დაბრუნდა

0
38

რაფაელ ბენიტესმა ვიგოს „სელტას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა, რის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური იუწყება. მან კარლუშ კარვალიალი შეცცვალა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვეს.
63 წლის ესპანელმა სპეციალისტმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქმეს ივლისიდან შეუდგება.
ბენიტესო ბოლოს ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „ევერტონს“ ავარჯიშებდა, რომლიდან 2022 წლის იანვარში დაითხოვეს.
მან სამწვრთნელო კარიერის პერიოდში ყველაზე ნაყოფიერად „ვალენსიაში“ იმუშავა. ბენიტესოს თავკაცობით ვალენსიელებმა ორჯერ ესპანეთის ლა ლიგა მოიგეს, ხოლო ერთხელ – უეფას თასი.
ესპანელმა სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა “ ჩემპიონთა ლიგაში, ინგლისის ასოციაციის თასზე, ინგლისის სუპერთასზე, უეფას ევროპის სუპერთასზე გაიმარჯვა.
ცნობისთვის, 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა, ბენიტესს ესპანეთის ლა ლიგაში არ უმუშავია.
ლაშა თაბაგარი