გიორგი კვერნაძემ დიდი შანსია კარიერა სერია A-ში გააგრძელოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბათუმის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველის შეძენა „ფროზინონეს“ სურს, რომელსაც ცოტა ხნის წინ სათავეში ცნობილი სპეციალისტი ეუსებიო დი ფრანჩესკო ჩაუდგა.
„ფროზინონემ“ გასულ სეზონში სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა და სერია A-ში დაბრუნდა.
იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, კვერნაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ბათუმის „დინამოსთან“ მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.
20 წლის კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მან 2021 წელს თბილისელთა შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა.
მან გასული სეზონი „თელავში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
კვერნაძე მიმდინარე სეზონის წინ ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, რომელშიც 7-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





