კლუივერტი პრემიერლიგაში ითამაშებს

0
43

ჯასტინ კლუივერტი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. ნიდერლანდელი თავდამსხმელი „რომადან“ „ბორნმუთმა“ შეიძინა. 24 წლის თავდამსხმელმა ინგლისურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მის სანაცვლოდ „ბორნმუთმა“ იტალიელებს 9,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, ხოლო დამატებით „რომა“ ბონუსის სახით 850000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
„რომამ“ კლუივერტი 2020 წლის ოქტომბერში შეიძინა. თუმცა, მან იტალიურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და იჯარით „ლაიფციგში“, „ნიცაში“, ასევე „ვალენსიაში“ გამოდიოდა.