შენგელიას სუსტი თამაში, “ვირტუსის” მარცხი…

0
69

საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას ბოლონიას “ვირტუსმა” იტალიის სერია A-ს სუპერფინალის მეხუთე მატჩში მილანში 72:79 წააგო და 2:3 ჩამორჩა.
შენგელიამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა. თორნიკე სასტარტოში იყოდა 21 წუთში მხოლოდ 2 ქულა, 3 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა შეასრულა.
სუპერფინალი ოთხ მოგებამდეა. ვირტუსელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. სერიის მეექვსე მატჩი ბოლონიაში 21 ივნისს ჩატარდება.