ტიბო კურტუამ ბელგიის ეროვნული ნაკრები დატოვა, მადრიდის „რეალის“ მეკარის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად შინ ავსტრიასთან გამართულ შეხვედრაში კაპიტნის სამკლავური მის მაგივრად, რომელუ ლუკაკუს მისცეს.
კურტუას წასვლა ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომაც დაადასტურა:
„ტიბო საწვრთნელი ბანაკი დატოვე. ჩვენ ესტონეთში მის გარეშე ვართ. მარტში გადავწყვიტე, რომ კევინ დე ბრუინი კაპიტანი იქნებოდა, მაგრამ არ განგვისაზღვრას მეორე ან მესამე ნომერი ვინ გახდებოდა. რა თქმა უნდა, არჩევანი რომელუ ლუკაკუს და ტიბოს შორის იყო. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის სულერთია, რადგან მოედანზე რამდენიმე კაპიტანი მყავს. მაგალითად, არიან იან ვერტონგენი და იანიკ კარასკო. ჩვენ რამდენიმე მოთამაშე გვჭირდება, ვისაც პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.
გადაწყვეტილება შაბათს ავსტრიასთან მატჩამდე უნდა მიგვეღო. პატარა შეხვედრა გვქონდა. გადავწყვიტეთ, რომ რომელუ კაპიტანი შაბათს იქნებოდა, ხოლო ტიბო – სამშაბათს. ყველაფერი კარგად იყო. მატჩის შემდეგ მან ამით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. გაკვირვებული და შოკირებული ვარ, რადგან არ ველოდი მსგავსი რამ თუ მოხდებოდა. მასთან საუბარს ვეცადე, რადგან ეს სერიოზული გადაწყვეტილება იყო“ – იუწყება ტედესკოს ნათქვამს ბელგიური მედია.
ლაშა თაბაგარი





