„ბორნმუთს“ ირაოლა გაწვრთნის

0
74

ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე „ბორნმუთს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მომავალ სეზონში გუნდს ესპანელი ანდონი ირაოლა გაუძღვება, რომელიც 2020-2023 წლებში „რაიო ვალეკანოს“ ავარჯიშებდა. მან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბილბაოს „ატლეტიკის“ და ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა „ბორნმუთში“ გარი ონილი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა განვლილ სეზონში მე-15 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
40 წლის ირაოლა „რაიო ვალეკანოს“ გარდა, კვიპროსის აეკ-ში და „მირანდესში“ მუშაობდა.