იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთთან 1:2 წაგების შემდეგ აღიარა, რომ მეტოქემ მის გუნდზე უკეთესად ითამაშა.
„ბოლოს და ბოლოს ესპანეთმა გამარჯვება დაიმსახურა – მართალია მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა, მაგრამ ჩვენზე უკეთესად ითამაშა. ჩვენ უფრო სხვა თამაშისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ცოტა რამ გამოგვივიდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
ბიჭებმა რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. არსებობს მომენტები, რომლებზეც გული გვწყებდა – ისე ვერ ვითამაშეთ როგორც ამას ჩვეულებისამებრ ვახერხებთ, ეს ჩვენი დონზე არაა. კვირას უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, როგორც ამას მანამდე ვახერხებდით“ – იუწყება იტალიური მედია მანჩინის ნათქვამს.
კვუას, 18 ივნისს, ენსხედეში ერთა ლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩში იტალიის ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





