გაგი მარგველაშვილი თბილისის „დინამოში“ ითამაშებს. 26 წლის მცველი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და კლუბი მისი დამატების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა. ის ქვეყნის მოქმ3დ ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მარგველაშვილი 2022 წლის იანვრიდან მაკედონიის „შკუპიში“ გამიოდიდა, რომლის შემადგენლობაში 35 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მან თავის სადებიუტო სეზონში მაკედონიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო გასულ სეზონში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მარგველაშვილმა პროფესიონალური კარიერა თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც 2013- 2020 წლებში გამოდიოდა. ის საბურთალოელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედალს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს და საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასს დაეუფლა. მარგველაშვილი მაკედონიაში წასვლამდე ერთი სეზონი ბათუმის „დინამოში“ ასპარეზობდა, სადაც მხოლოდ 9-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი




