ლუის დე ლა ფუენტე: „ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ“

0
28

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიასთან (2:1) მოგებული მატჩში თავისი ფეხბურთელების ნაჩვენები თამაშით ამაყობს.
„ასეთ მატჩებში სირთულეები ჩვეულებრივი მოვლენაა. იტალიის დონის მეტოქეებთან დაპირისპირებაში ნებისმიერი შეცდომა ძვირად გიჯდება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშია. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ.
საკუთარ თავში ეჭვი არასოდეს გვეპარებოდა. ჩვენთან გარკვეული პროცესი მიმდინარეობს, დრო გვჭირდება და თანდათან საქმე უკეთესად წავა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ადრე თუ გვიან მსგავსი რამ მოხდებოდა. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რაც ვთხოვეთ. სანახაოებრივილი თამაში გამოვიდა.
ფეხბურთი კაპრიზულია, მაგრამ მუშაობის და საკუთარი თავის რწმენის მჯერა. სწორედ ასე აღწევ რაღაცას და ეს დამთხვევა არაა“ – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ TVE-ს ეთერით.
18 ივნისს, კვირას, როტერდამში „დე კუიპზე“ გასამართ ერთა ლიგის ფინალში ესპანეთის ეროვნული ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი