საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ბოლონიას “ვირტუსმა” იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიის მესამე თამაშში “ოლიმპია მილანოსთან” საკუთარ მოედანზე ჩაატარა და 69:61 იმარჯვა. ბოლონიელებმა სერიაში ანგარიში შეამცირეს – 1:2.
“ვირტუსის” 31 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე კი 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და ერთი ჩაჭრა დააგროვა.
სერიის მეოთხე დაპირისპირებაც ბოლონიაში, 16 ივნისს ჩატარდება. სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მოედნის უპირატესობა კი მილანელთა მხარესაა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მილანში ჩატარებულ შეხვედრებში გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ პირველ მატჩში 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, მეორეში კი – 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.




