რობერტო მანჩინი: „ერთა ლიგის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“

0
68

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთვის ერთა ლიგის მოგება მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ დღეს ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში ესპანეთთან გასამართ ნახევარფინალურ მატჩამდე განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით, რომ ახალგაზრდები კარგ ფეხბურთს ითამაშებენ. მათ ასაკიდან გამომდინარე დრო და სათამაშო პრაქტიკა ჭირდებათ. ჩვენ ცვლილებების გვეიმედებ და მოთამაშეებს მომავლისთვის ვზრდით. ამ ტიტულის მოგება მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ, რომ ფინალურ ტურნირში უკვე მეორედ ვთამაშობთ.
ესპანეთის ნაკრებთან თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ფანტასტიკურად ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ესპანელებთან თითოეული დაპირისპირება ძალიან მძიმეა. ევრო 2020-ის შემდეგ ჩვენს გუნდში რამდენიმე მოთამაშე შევცვალეთ და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. ვფიქრობ, მათ კარგად იმუშავეს.
ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მეორედ გავედით, რაც ღირსეული მიღწევაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფურ ეტაპზე შანსსი არაერთ ახალგაზრდას მივეცით“ – იუწყება მანჩინის ნათქვამს უეფას ვებგევრდი.
ესპანეთი-იტალიის დაპირისპირება ენსხედეში სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი