როტერდამში გამართული ერთა ლიგის ნახევარფინალში ხორვატიასთან 2:4 მარცხის შემდეგ, ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხად, რომ მისმა გუნდმა რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა.
„პირველი ტაიმით კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ მეორე ცუდად დავიწყეთ. ხორვატიის ნახევარდაცვამ მოედნის ცენტრზე კონტროლი დააწესა და პრობლემებს გვიქმნიდა. განსაკუთრებით პენალტის გატანის შემდეგ. ადვილი შესამჩნევია, რომ ხორვატები ამ შემადგენლობით ერთად დიდი ხანია თამაშობენ.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. მეტოქეს წნეხში ვაქცევდით როდესაც ამის საშუალება იყო, მაგრამ ზოგჯერ წინდაუხედავად ვთამაშობდით. ხორვატები ბურთთან ერთად ძალიან დამაჯერებელნი იყვნენ. სწორედ ეს სხვაობა იყო ჩვენს შორის მთელი მატჩის განმავლობაში“ – ციტირებს კუმანს უეფას ვებგევრდი.




