გერმანელი მცველი ჟერომ ბოატენგი „ლიონიდან“ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ წავა. მას კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლისს 30 ივნისამდე აკავშირებს.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ლიონელებს 2021 წლის სექტემბერში შეუერთდა. მანამდე, მან 10 სეზონი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა და არაერთი ტიტული მოიგო.
ბოატენგმა „ლიონში“ პირველ სეზონში 27-ჯერ ითამაშა, ხოლო მეორედ 8-ჯერ და გოლი არ გაუტანია.
34 წლის მცველმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 76 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მან 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.



