ოტამენდი „ბენფიკაში“ დარჩა

0
65

ნიკოლა ოტამენდიმ ლისაბონის „ბენფიკასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინის ეროვნული ნაკრების 35 წლის მცველმა პორტუგალიურ გრანდთან ხელშეკრულება 2025 წლამდე დადო. ის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდებოდა.
ოტამენდი „ბენფიკაში“ 2020-2021 წლების სეზონიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 127 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მან 2022-2023 წლების სეზონში „ბენფიკას“ შემადგენლობაში პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო.