კიეზა „იუვენტუსიდან“ მიდის

0
31

ფედერიკო კიეზა მიმდინარე ზაფხულში ტურინის „იუვენტუსიდან“ წავა, იუწყება Corriere dello Sport.
იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის შეძენა მიუნხენის „ბაიერნს“ და „ლივერპულს“ სურთ. იტალიური კლუბი 25 წლის თავდამსხმელს 35 მილიონ ევროდ აფასებს.
კიეზა „იუვენტუსში“ 2020 წლის ოქტომბერში ფლორენციის „ფიორენტინადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 94 მატჩში 22 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში „იუვეში“ 33-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი მხოლოდ 4-ჯერ აიღო.